წინასწარი მონაცემებით, მაისში საქართველოში ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
„მაისში სავაჭრო ბრუნვამ ამავე თვის რეკორდულ მაჩვენებელს, 2,230.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 7.9%-ით მეტია. იანვარ-მაისში კი სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ, 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აცხადებენ სამინისტროში.