

გორის „დილა“ თბილისის „სპაერს“ დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთვრამეტე ტურის მატჩი დღეს, 16 ივნისს ჩატარდება.
თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 20 ქულით მერვე პოზიციაზეა. გასული ტურის შეხვედრაში გორის გუნდი ბათუმის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა.