

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების ამონაწერის მიღება ბრაილის შრიფტით არის შესაძლებელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი ინოვაციური სერვისი უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაინერგა და მათთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.