ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას - ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო 4 დღე გადამწყვეტია.
გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები.
მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას - ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.