საზოგადოება
16.06.2026 12:28
გორელმა მუსიკოსებმა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV კონკურსზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV კონკურსზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

ფესტივალის გალა კონცერტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, აქვე შედგა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და მონაწილეებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, უმაღლესი ხარისხის დიპლომის მფლობელები გახდნენ: ზურაბ ხერხეულიძე (გიტარა, პედაგოგი თამარ კარიჭაშვილი), ელენე ნუკრაძე (ფორტეპიანო, პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი), ირაკლი ქარუმიძე (ფორტეპიანო, პედაგოგი ნანა ახალკაცი), ანა ქებაძე (ფორტეპიანო, პედაგოგი ქეთევან გრძელიშვილი) და მარიამ ნუკრაძე (ფორტეპიანო, პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი).

I ხარისხის დიპლომი მოიპოვეს: გიტარისტთა კვარტეტმა (ანა ელბაქიძე, გიორგი ტერტერაშვილი, ამიკო ბადაშვილი, ზურაბ ხერხეულიძე - პედაგოგი თამარ კარიჭაშვილი), ელენე სტეფანაშვილმა (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე), ანასტასია წკრიალაშვილმა (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე), დეა დარჩიძემ (ფორტეპიანო, პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი), საბა გიორგაძემ (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე), ლუკა რაზიკაშვილმა (ფორტეპიანო, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი) და ანა სტეფანაშვილმა (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე).

II ხარისხის დიპლომი კი ანა ბეთლემიძეს (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე), მარიამ დონღუზაშვილს (ფორტეპიანო, პედაგოგი ლამარა ბარამიძე), ანა ბაბიაშვილს (ფორტეპიანო, პედაგოგი თინათინ მაისურაძე) და ნიტა ლილუაშვილს (ფორტეპიანო, პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი) გადაეცათ.
კვირის ამბები