საზოგადოება
15.06.2026 15:15
ცნობილი ერგნეთელი მკურნალი ანზორ ჩლაიძე გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრები სახალხო მკურნალი ანზორ ჩლაიძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემა გახდა.

ანზორ ჩლაიძე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 90-იანი წლების ბოლოდანაა ცნობილიდა მას იცნობენ როგორც მკურნალს. ანზორ ჩლაიძე მასთან მისულ პირებს ხალხური საშუალებებით მკურნალობდა და ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდა.
კვირის ამბები