საზოგადოება
15.06.2026 14:24
გორის ძიუდოს კლუბი - „ვიპ ძიუდო“ საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გორის ძიუდოს კლუბი - „ვიპ ძიუდო“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის - „ოქროს ლიგა“ ბრინჯაოს პრიზიორია.

შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და თექვსმეტი კლუბი მონაწილეობდა.

ფინალურ ბლოკის პირველ შეხვედრაში „ვიპ ძიუდომ“ „ჯორჯია 2“ დაამარცხა, „მუხიანს“ 3:2 სძლია და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც „თელავს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. მესამე საპრიზო ადგილისთვის გორის ძიუდოს კლუბი თბილისის ,,ლიდერს“ შეხვდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

„ვიპ ძიუდო“ ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნიკა გოგაძე, ზურა წკრიალაშვილი, ლაშა სეხნიაშვილი, თაზო ყველაშვილი, გიორგი მანელიძე, ლუკა ხორბალაძე, რომა მეგრელიშვილი, გივი თაბუაშვილი, გიორგი წურიაშვილი და ბადრი ბაზანდარაშვილი (მწვრთნელები: ანზორ თენაძე, ირაკლი ლომიძე, ვეფხია ბაზანდარაშვილი, იოსებ ფუხაშვილი, გიორგი თათრიშვილი).

შეგახსენებთ, ძიუდოს კლუბი „ვიპ ძიუდო“ გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული.
კვირის ამბები