სპორტი
15.06.2026 12:01
საქართველო ესპანეთის საკალათურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა 5 ივლისს, 19:15-ზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15ა) გაიმართება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 15 ივნისს დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: biletebi. Ge-ზე შეუძლიათ.

„მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასიც განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.

პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები. მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 17:30 საათიდან გაიხსნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები