საზოგადოება
15.06.2026 11:03
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ - დღეს, გორში, საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის ფინალი გაიმართება
გორში საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის - „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ ფინალი გაიმართება.

ფინალურ ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს და გორის 12 საჯარო სკოლიდან გამოვლენილი ექვსი საუკეთესო გუნდის შეეჯიბრება ერთმანეთს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით პროცესებში, მათი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას. ჟიური გამარჯვებულებს კი იუმორის, კრეატიულობის, შესრულების მანერისა და სცენური ხელოვნების მიხედვით გამოავლენს.

რაც შეეხება მონაწილეებს, ფინალურ ტურში მონაწილეობენ გორის №2, №7, №8, №10, №11 და №12 საჯარო სკოლების მხიარულთა და საზრიანთა კლუბები.

ღონისძიება დღეს, 15 ივნისს, 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადაეცემათ.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
კვირის ამბები