სპორტი
12.06.2026 13:56
ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში გაიმარჯვა
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საგარეჯოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ქვეყნის პირველობა 2008-2009 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობს და დღეს, 12 ივნისს, გორელები დმანისის გუნდს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი მაია გელაშვილის, მარიამ წულაიას, მარიამ ბარჯაძის, მარიამ აჯარის, ნანკა ლოქაბიძის, ანასტასია როინიშვილის, მარიამ ბერიანიძის, ანა მელაძის, ნიტა ლობჟანიძის, ანასტასია კაპანაძის, ნატალი ჩილინგარაშვილის, თამთა ფეიქრიშვილის, კატო თოფჩიშვილის და ბარბარე სილაგაძის (მწვრთნელები: თინა ფსუტური, ნინო სირაძე) შემადგენლობით, აღმოსავლეთ ჯგუფის „ბ“ ქვეჯგუფში თამაშობს, საიდანაც ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გავა.
კვირის ამბები