რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი თბილისსა და ბუქარესტს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის და საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი ფრენებს ბუქარესტი - თბილისი - ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
რას შეეხება განრიგს, საქართველოსა და რუმინეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განხორციელდება.