ხელთუბნის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლის ირაკლი ქარუმიძის სოლო კონცერტი გაიმართა
გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელთუბნის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლის ირაკლი ქარუმიძის სოლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ერთი სასწავლო წლის პროგრამით გათვალისწინებული რეპერტუარი და მყურებელმა ირაკლის ქარუმიძის შესრულებული: ბახის, ბეთჰოვენის, რახმანინოვის, შუმანის, გრიგის და კვერნაძის ნაწარმოებები მოისმინა.
ახალგაზრდა შემსრულებლის სოლო კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
როგორც სამუსიკო სკოლაში აღნიშნეს, ირაკლი ქარუმიძე ფორტეპიანოს დამამთავრებელი კლასის უნიჭიერესი და საუკეთესო მოსწავლეა. ფორტეპიანოს კლასს კი ხელთუბნის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნანა ახალკაცი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, ხელთუბნის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ფლეიტის და გიტარის შემსწავლელი კლასები ფუნქციონირებს.