გორის ქალთა კამერული გუნდი სტამბოლში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, სტამბოლში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონცერტი და საზეიმო მიღება სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.