საზოგადოება
11.06.2026 17:15
კონსტანტინე ბუზალაძე კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.

კონსტანტინე ბუზალაძემ სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ზრუნავენ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე, დასუფთავებასა და გამწვანებაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი გადაეცათ.
კვირის ამბები