გორის თეატრის მსახიობს მერაბ ჭანკოტაძეს შაბათს, 13 ივნისს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი გორის თეატრში ხვალ, 12 ივნისს, 13:00 საათიდან გაიმართება. შაბათს, 14:00 საათზე კი მსახიობს თეატრიდან გამოასვენებენ და კვერნაქის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის“ და „ამაგდარის“ ჯილდოს მფლობელი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.