საზოგადოება
11.06.2026 15:32
ბინადრებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში სამუშაოები მიმდინარეობს
სხვადასხვა დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში სპეციალური სამუშაოები ტარდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვოლიერები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ირეცხება და მუშავდება.

„სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, რომ სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს და ბინადრებს სუფთა, უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნეს შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში.
კვირის ამბები