საქართველოს საპენსიო ფონდის 31 მაისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 742 ათასი ადამიანია.
ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით კი 32 302 პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 160 612 324. 43 ლარი გაიცა.
„მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.