საზოგადოება
11.06.2026 11:28
„სკოლების გამოფენა“ - სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კულტურისა და დასვენების პარკში გორის საჯარო სკოლების გამოფენა-დათვალიერება გაიმართება
სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კულტურისა და დასვენების პარკში გორის საჯარო სკოლების მონაწილეობით ღონისძიება - „სკოლების გამოფენა“ გაიმართება.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, „ახალბაღში“ ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება პროგრამას, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სკოლების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და მიღწევები გაიცნონ და დაათვალიერონ, მიიღონ ინფორმაცია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ (17:00 – 18:00 საათი); გაიმართება კონცერტი სკოლის მოსწავლეების შესრულებით (18:00-19:00 საათი); ასევე მოხდება წარმატებული მასწავლებლების და მოსწავლეების დაჯილდოება (19:00 – 19:30 საათი).
კვირის ამბები