საზოგადოება
11.06.2026 11:27
გორში მწერალ ბესიკ კაიშაურის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
გორში, მწერლისა და პუბლიცისტის ბესიკ კაიშაურის წიგნის - „გარდაცვალებისთვის ვემზადები“ პრეზენტაცია გაიმართება.

თანამედროვე გორელი ავტორის ახალი წიგნის პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდება და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია (სამეფოს ქ. 5) უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის წარდგენა 16 ივნისს, 18:00 საათზეა ჩანიშნული და დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, არაერთი კრებულის ავტორს, გორელ მწერალსა და პუბლიცისტს ბესიკ კაიშაურს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ნიკო ლორთქიფანიძის პრემია აქვს მინიჭებული.
კვირის ამბები