პროგრამირების სასწავლო კურსი Code-IT სამმა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.
კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა JavaScript-ის პროგრამული ენის საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენების მეთოდები შეისწავლეს.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდა.