საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორში, მინი-ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრებები მოეწყო.
გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, აქივობებში გორისა და ატენის, ასევე სამთავისისა და კასპის ეპარქიებში მოქმედი სამრევლო სკოლების გუნდები ასპარეზობდნენ. მონაწილეები პირველობისთვის ორ ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, მინი-ფეხბურთში (14-წლამდელთა შორის) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის სამრევლო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სამრევლო სკოლის გუნდი გავიდა. უფროსებს შორის კი სპორტის აღნიშნულ სახეობაში პირველი ადგილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის სამრევლო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი დაიკავა, მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის სამრევლოს საფეხბურთო გუნდი გახდა.
მაგიდის ჩოგბურთში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის ტაძრის სტიქაროსანი ვლადიმერ გიგაიამ გაიმარჯვა.
გამარჯვებულებს ოქონის ხატის ასლები და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისათვის საგანგებოდ დამზადებული ჯვრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.