ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის საკითხებზე, გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის საკითხებზე, გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე განხორციელებული პროექტები, მიღწეული შედეგები არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საველე ვიზიტი მოეწყო, მონაწილეები ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ, კულტურულ და ტურისტულ რესურსებს ადგილზე გაეცნენ. გარდა ამისა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.