დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით, უფასო სამედიცინო სკრინინგი დაიწყო.
30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო სკრინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.
რაც შეეხება გორს, 25-26 ივნისს და 23-24 ივლისს მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრის პროცედურა.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული კალენდარი 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ეტაპობრივად განახლდება, ასევე დაზუსტდება მისამართები, სადაც შიდა ქართლის რეგიონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.