კულტურა
04.06.2026 12:55
გორის სამხატვრო სკოლაში მხატვრისა და პედაგოგის ავთანდილ ღუდუშაურის პერსონალური გამოფენა მოეწყო
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მხატვრისა და პედაგოგის ავთანდილ ღუდუშაურის ნამუშევრების გამოფენა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
გორის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები - პორტრეტები, პეიზაჟები, თემატური კომპოზიციები და აბსტრაქციები იყო წარმოდგენილი.
 
გამოფენა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ავთანდილ ღუდუშაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა დაათვალიერა.
 
ავთანდილ ღუდუშაური გორის სამხატვრო სკოლაში 1989 წლიდან მოღვაწეობს. ხელოვანი ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას და ქანდაკებას ასწავლის.
 
მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი ფერწერული ტილოების მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიაშია გაყიდული.
კვირის ამბები