პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში, კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) მიენიჭა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენის და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. Good Practice Certificate-ის ჯილდო კი იუსტიციის სახლს EPSA 2025-26-ის ოფიციალურ დაჯილდოებაზე გადაეცემა. ცერემონია 23-25 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ჩატარდება.
„EPSA ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის ინიციატივაა და ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსად მიიჩნევა. კონკურსი აერთიანებს სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან, რომლებიც თანამედროვე, მოქნილ და მოქალაქეზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით გამორჩეულ პრაქტიკებს ქმნიან.
„მობილური იუსტიციის სახლის“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციური მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით“, - აღნიშნულის იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.