საზოგადოება
02.06.2026 14:57
გორში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის სატრანსპორტო ბარათების შეძენა კვლავ ხელმისაწვდომია
გორის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის სატრანსპორტო ბარათების შეძენა ისევ ხელმისაწვდომია.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, აღნიშნული ბარათები მგზავრობის საფასურის გადახდას უფრო გაამარტივებს, ხოლო ბარათების შეძენა თიბისი ბანკის გორის ფილიალებშია შესაძლებელი.

ბარათის ღირებულება 2 ლარს (ერთჯერადად) შეადგენს. მისი შევსება „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ხდება.
კვირის ამბები