გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე ქეთი დვალიშვილი, მეთოდისტთან ერთად გორის მეხუთე საბავშვო ბაღს ესტუმრა.
სააგენტოს წარმომადგენლები აღსაზრდელებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთნენ. პატარებმა შემოქმედებით და სპორტულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, მოხატეს და გააფერადეს წინასწარ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებიც.
„ღონისძიება როგორც ინფორმაციულ, ასევე სახალისო აქტივობებს მოიცავდა. რაც შეეხება მიზანს, ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის ხაზგასმა წარმოადგენდა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.