გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკვერებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე, ბალახის თიბვა, ხე-ბუჩქების სხვლა-ფორმირება და ტროტუარების მოწესრიგება ხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, ქალაქის მასშტაბით წმენდენ შადრევნების აუზებს და რეცხავენ მიწისქვეშა გადასასვლელებს. მიმდინარეობს, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლება.