მეცნიერებათა სკოლა გორში დაწყებითის მასწავლებლის/მაძიებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შეირჩევა მიღებული განცხადებები და ჩატარდება გასაუბრება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. Pedagogi .ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით უნდა გაგზავნოს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1-ელი ივნისია. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 15 ივნისია მითითებული.