

დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. ჩიქოვანის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდება. „მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა - დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა ტიპის შეზღუდვები ამოქმედდება სასაფლაოებზე.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი