საზოგადოება
29.05.2026 10:54
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სახლებს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 200-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიიღო.

დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება მუდმივად ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები