საზოგადოება
28.05.2026 16:40
საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უფლისციხის ისტორიულ კომპლექსში სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა
საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 28 მაისს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო მსახურება აღავლინა.

უფლისციხის ისტორიულ კომპლექსში სადღესასწაულო მსახურება გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო დასმა ერთობლივად აღავლინა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად, მრევლიც ესწრებოდა.
კვირის ამბები