საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გორში GFC 38 - საქართველოს საბრძოლო ჩემპიონატი ჩატარდება.
შეჯიბრი 31 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
პირველობისთვის ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მებრძოლები დაუპირისპირდებიან. ტურნირზე ექვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში რვა პროფესიონალური ბრძოლა გაიმართება, მათ შორის, ორი მთავარი სატიტულო ორთაბრძოლა.
საქართველოს საბრძოლო ჩემპიონატზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: biletebi. Ge - ზე შეუძლიათ.