საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირზე გორელებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
გორმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა.
პირველობისთვის საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები ერთმანეთს 80 კგ; 90 კგ. და +90 კგ. წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება გორელ პრიზიორებს, კობა აკოფაშვილმა (80 კგ.), ვაჟა ავაზნელმა (90 კგ.) და გიორგი პაპუნაშვილმა (+90 კგ.) ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს, ზურაბ ჭიღლაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორია.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს, ასევე კასპელმა, ქარელელმა და დმანისელმა მოჭიდავეებმაც.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს ფულად პრიზებთან ერთად (I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 500 ლარი, III ადგილი - 300 ლარი) თასები და მედლები გადაეცათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.