სპორტი
27.05.2026 11:49
ლეჩხუმის ღია პირველობაზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ლეჩხუმის ღია პირველობაზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი 2012-2013 წწ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის მიმდინარეობდა და გორელთაგან გამარჯვებული ალეკო ტლაშაძე (44 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალი კი ლექსო გიგაურმა (48 კგ.) მოიპოვა.

ალეკო ტლაშაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია, პარალელურად, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს. ლექსო გიგაური კი ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

ლეჩხუმის ღია პირველობას ცაგერმა უმასპინძლა.
კვირის ამბები