საზოგადოება
25.05.2026 11:44
ხვალ, 26 მაისს, მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
26 მაისს მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.

უწყების ინფორმაციით, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული უქმე დღე, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები