გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო არხების წმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები სოფელ მეჯვრისხევში ხორციელდება.
სანიღვრე არხები უკვე გაიწმინდა ხიდისთავში, ვარიანში, ახალდაბაში, თორტიზაში, სვენეთში, ოთარშენსა და ზეღდულეთში. სარწყავი არხები გასუფთავდა ახალუბანსა და ფლავისმანშიც.
არხების წმენდის პარალელურად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელ ხიდისთავსა და საყავრეში შიდა საუბნო გზების მოშანდაკების სამუშაოები განახორციელეს.