22.05.2026 16:01
გორში მოქმედ სპორტულ სკოლებს ინვენტარი გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლას თანამედროვე ბატუტი, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს სკოლას კი ახალი ტატამი გადასცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ძიუდოსა და ჭიდაობის სკოლებში ახალი სატრენაჟორო სივრცეებიც მოეწყო და მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა მომავალშიც გაგრძელდება.
„სპორტულ სკოლებსა და დარბაზებში ეტაპობრივად ახლდება როგორც ინფრასტრუქტურა, ისე სპორტული ინვენტარი. გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტის მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტსმენებისთვის ღირსეული გარემოს შექმნას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
სპორტულ სკოლებში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.