22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიო ყოველ წელს სხვადასხვა სლოგანით ეხმაურება. წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის მთავარი თემაა - „ადგილობრივი მოქმედება გლობალური შედეგისთვის“, რაც ხაზს უსვამს საზოგადოების, თემების და ინდივიდების ადგილობრივი ინიციატივების გადამწყვეტ როლს ბიომრავალფეროვნების დაცვაში.
„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი და იშვიათი სახეობები და მათი ბუნებრივი ჰაბიტატები ხელუხლებლად არის წარმოდგენილი.
საერთაშორისო კონსერვაციის მიერ, უნიკალური მცენარეთა მრავალფეროვნებით და სახეობრივი შემადგენლობით, საქართველო დედამიწის 36 ბიოლოგიურ „ცხელ წერტილს“ შორის განსაზღვრულ ტერიტორიას მიეკუთვნება“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია დედამიწის სამიტზე, 34 წლის წინ, 1992 წლის 22 მაისს მიიღეს, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ - 22 მაისი, 25 წლის წინ, 2001 წლის 8 თებერვალს გამოაცხადა.