საზოგადოება
22.05.2026 12:27
2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრები დღეიდან იწყება
2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს დღეიდან, 22 მაისიდან, იწყებს.

შეხვედრები სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.
პირველი შეხვედრა საბაზო პროფესიული უნარების და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებთან დაკავშირებით ჩატარდება (14:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება). მეორე კი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდას დაეთმობა და 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ორივე შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელდება.

„მონაწილეები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმების და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში წერილობით დასვან კითხვები და ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონდა დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსურველებს შეხვედრაზე დასასწრები ბმულის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.
კვირის ამბები