საზოგადოება
22.05.2026 12:20
რა ღონისძიებებია დაგეგმილი გორში 26 მაისს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გაგაცნობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

12:00-19:00 სთ. - სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს და პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით. მოეწყობა: საგამოფენო და შემეცნებითი, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების ინტერაქტიული („ჭკვიანი ქალაქი“); ისტორიული და თემატური, სიმბოლური საპასპორტო კონტროლის, კვების და ტკბილეულის სივრცეები; ტექნიკის და სპეციალური აღჭურვილობის, პოლიციის ფორმების და ატრიბუტიკის გამოფენები.

განთავსდება, ასევე საინფორმაციო და ინტერაქტიული სტენდები, საცოცი კედელი, ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები.
12:00 – 19:00 სთ. - საბავშვო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები - ანიმატორები; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობები; დრამების მარში;

12:00 – 19:00 სთ. - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, სასაჩუქრე და ბრენდირებული აქსესუარები გამოფენა-გაყიდვა.
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, 14:00 - 16:30 სთ. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება და გორის ქალთა კამერული გუნდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებებს საზეიმო გალა კონცერტი დაასრულებს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
კვირის ამბები