საზოგადოება
21.05.2026 16:09
შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალის და მოწვეულ სპეციალისტებსთვის კონკურსი გამოცხადდა
თუ გაქვს იდეა, რომელიც სწავლას უფრო საინტერესოს და ეფექტურს გახდის, ახლა საუკეთესო დროა მისი რეალობად ქცევისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, პროექტში - „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ მონაწილეობა შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებიც პედაგოგიკა-მეთოდიკის მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო კურსებს, უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეოთხე, მეხუთე წლის სტუდენტებს და უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც საკუთარი უნარების, გამოცდილების და ინოვაციური ხედვების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ.

კონკურსში წარდგენილი სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები შეიძლება იყოს: ციფრული სასწავლო ვიდეო; ინტერაქტიული პრეზენტაცია; საგანმანათლებლო აპლიკაცია ან ვებ-რესურსი; (ანიმაცია, სიმულაცია, კალკულატორი ტესტი, სასწავლო თამაში, მაკეტები, ოწყობილობები, მოდელები რობოტები და სხვა).

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა 5 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი. მსურველებმა ელექტრონული ფორმატის შემთხვევაში, ნამუშევრები მისამართზე contact @gu. edu. Ge უნდა გააგზავნონ, მატერიალური რესურსები კი უნივერსიტეტის პირველი კორპუსში (ჭავჭავაძის ქ. №53) წარადგინონ.
კვირის ამბები