საზოგადოება
21.05.2026 11:24
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას ზეიმობს
დღეს, 21 მაისს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ.

ამაღლება თორმეტ საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტე, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. აიყვანა ზეთისხილის მთაზე და უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე სულიწმინდის მადლი არ გადავიდოდა, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ.

ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
კვირის ამბები