სპორტი
21.05.2026 11:16
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

გორელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „ქარიშხალა“ ანგარიშით 14:12 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ, შესაბამისად, თბილისის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ვაჟთა შორის მესამე ადგილი კი ბათუმის „ბსბ“-მ დაიკავა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები და მედლები გადაეცათ.

ლაშა შემშენოვის, თორნიკე გაგლოშვილის და გია მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბრიელ გასიტაშვილი, გიორგი გალუსტაშვილი, გიორგი გორგიშელი, საბა მაზმიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი, დემეტრე მახარაშვილი, იოსებ ხუბულაშვილი, გუგა გვიმრაძე, თამაზ მახოხაშვილი, მათე ღერკენაშვილი და დავით ტერტერაშვილი.

ქვეყნის პირველობა 2014-2015 წწ. დაბადებულებს შორის ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 16 გუნდი მონაწილეობდა.
კვირის ამბები