საზოგადოება
20.05.2026 15:52
ხვალ და ზეგ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან - ძლიერი, ნავარაუდევია სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ, 21-22 მაისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რაც შეეხება გორი მუნიციპალიტეტს, აღნიშნული ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია არასტაბილური ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
კვირის ამბები