20.05.2026 14:07
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში რუისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში რუისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ.
სააგენტოს დირექტორმა ბექა გიუნაშვილმა სტუმრებს ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ცხოველთა უფლებებსა და სტერილიზაცია/კასტრაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოპერაციო ბლოკი და ის ვოლიერებიც დაათვალიერეს, სადაც ცხოველები საკარანტინე და პოსტოპერაციულ პერიოდს გადიან.