საზოგადოება
20.05.2026 13:48
სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება გორის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა
კონსტანტინე ბუზალაძემ მეთორმეტეკლასის კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს სწავლის დასრულება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ გზისთვის, რომელიც შრომით, ცოდნით და წარმატებით გაიარეს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩემო პატარა მეგობრებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღეს თქვენთვის ემოციური, სიხარულით და ახალი იმედებით სავსე დღეა - მთავრდება ბავშვობა და იწყება ახალი გზა, მეტი პასუხისმგებლობით, ახალი ოცნებებითა და შესაძლებლობებით.
სკოლის პერიოდმა მოგცათ პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთობის... მოგცათ ცოდნა და პირველი წარმატების განცდა.
მადლობა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც ამ გზაზე გვერდით გედგათ, გასწავლიდათ და გეხმარებოდათ. წინ ახალი საინტერესო ცხოვრება გელით.
მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატება, რასაც საკუთარი შრომით და მიზანდასახულობით მიაღწევთ!
თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და მისი ნათელი მომავალი.
ჩვენ გვჯერა თქვენი!
კიდევ ერთხელ გილოცავთ და საუკეთესო სურვილებით დაგილოცავთ მომავლის გზას!“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
კვირის ამბები