საზოგადოება
20.05.2026 13:34
გორის მუნიციპალიტეტში წელს სკოლა 1406-მა ახალგაზრდამ დაამთავრა
წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში 1406-მა ახალგაზრდამ ცხოვრების ერთი ლამაზი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაასრულა და შეაღო ახალი შესაძლებლობების კარი. ეს ციფრი ჩვენთვის მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ეს არის 1406 უნიკალური ნიჭი, 1406 განსხვავებული ოცნება და, რაც მთავარია, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის 1406 იმედი, - გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით, ხელმძვანელმა გია ბერძნიშვილმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მადლობა გადაუხადა სკოლების თანამშრომლებს, პედაგოგებს და მშობლებს, რომლებმაც უდიდესი შრომა და ენერგია ჩადეს ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებაში.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
უდიდესი სიხარულითა და სიამაყით გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენ გაიარეთ გზა, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, მეგობრობით, ცოდნის დაგროვებითა და პიროვნული ზრდით.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეული სკოლის თანამშრომლებს, პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც უდიდესი შრომა და ენერგია ჩადეს თქვენს აღზრდა-განვითარებაში.
დღეიდან თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ფურცელი იშლება. არჩევანი, რომელსაც ახლა გააკეთებთ, განსაზღვრავს თქვენს მომავალს.
სამყარო ეკუთვნით მათ, ვისაც არ ეშინია სიახლეების, ვინც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და ვისაც სჯერა საკუთარი ძალების!
გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ, წარმატებულ გზას და ასახელებს როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს, ისე მთელ საქართველოს.
ბედნიერ, წარმატებულ და გამარჯვებებით სავსე მომავალს გისურვებთ!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში 1406 კურსდამთავრებულიდან 1347-მა საჯარო, ხოლო 59-მა კერძო სკოლა დაამთავრა.
კვირის ამბები