19 მაისს ოჯახის ექიმის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი 2010 წელს, 16 წლის წინ საოჯახო მედიცინის მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA) ინიციატივით დაწესდა, რომელიც ყველას ახსენებს ოჯახის ექიმების უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ოჯახის ექიმის მსოფლიო დღის გლობალური კამპანიის წლევანდელი თემაა - „თანაგრძნობით აღსავსე მზრუნველობა ციფრულ სამყაროში“, რაც ხაზს უსვამს ოჯახის ექიმების და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებშიც უზრუნველყოფენ პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვას.
„კამპანიის წლევანდელი თემით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანზე ორიენტირებული ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას პირველადი ჯანდაცვის სფეროში საოჯახო მედიცინის ძირითადი პრინციპების და ღირებულებების დაცვით, ასევე ციფრული ჯანმრთელობის და ხელოვნური ინტელექტის სარგებლის და რისკების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.
კამპანია, ასევე ხაზს უსვამს პაციენტზე ორიენტირებული, ეთიკური და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობას და ოჯახის ექიმის როლს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში“, - აცხადებენ ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.