

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა.
ვალია ვანიშვილი 90 წლის იყო, იგი ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა.
ვალია ვანიშვილი ყველასთვის ცნობილი დათა პაპას - დათა ვანიშვილის მეუღლე იყო.
2008 წლის ომის შემდგომ, საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთში მავთულხლართების გავლების შედეგად, დათა და ვალია ვანიშვილების სახლი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა და მას შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
ინფორმაციისთვის, დათა ვანიშვილი 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე, დათა ვანიშვილი მავთულხლართების მეორე მხრიდან აქტიურად აკეთებდა განცხადებებს, რის გამოც არაერთხელ გახდა თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ობიექტი.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი